29 მარტი 2020,   07:44
ვრცლად
"ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ, ჭირსაც წაუღია პარლამენტში ადგილი... არ დავთმობთ!" - გიორგი ვაშაძე

მმართველი გუნდი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას ოპოზიციას უკავშირებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით აღიარებენ, რომ დაპირება შეუსრულებლობისთვის წინასწარვე იყო განწირული. 

"მთელმა საზოგადოებამ ვიცოდით ივანიშვილის უტიფარ საქციელზე, როდესაც მათ მთელი ქვეყანა გადააგდეს. აღსანიშნავია, რომ პირდაპირ ეთერში აღიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი არჩილ თალაკვაძე. მან პირდაპირ თქვა, რომ კრიზისი გვქონდა, გვიჭირდა და ამიტომ საზოგადოებას პროპორციულს დავპირდით რომ მოგვეტყუებინა და მერე განვსაჯეთ, რომ არჩევნებს ვერ ვიგებდით, რადგან კოალიციას ჩვენთან ისეთები არ კრავდნენ, ვინც ხმებს მიიღებდა და ამიტომ გადაგაგდეთო. სწორედ ამიტომ აგებინებს ქართული საზოგადოება პასუხს ყველა ამ უტიფარ პოლიტიკოსს, ვინც ეს გაბედა," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. 

ოპოზიციური სპექტრი მმართველი გუნდის შეთავაზებას, რომელიც მანდატების 100-50-ზე გადანაწილებას გულისხმობს არ დაეთანხმება.

"გამორიცხულია, რა 100-50-ზე, ჩვენ ადგილებით კი არ ვვაჭრობთ. ჭირსაც წაუღია პარლამენტში ადგილი, მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს, არ დავთმობთ, საქართველოს მომავალს ვერ ჩავაბარებთ ივანიშვილს. ყველანაირი სისტემით ის დამარცხებულია. მაგრამ მთავარია, რომ ხალხის მოთხოვნა შესრულდეს," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები