29 მარტი 2020,   07:20
ვრცლად
საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის - პრემიერი რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე

მიიღებს თუ არა საქართველო მაისში ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას - პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა რუსულ დელეგაციას ევროსაბჭოს მინისტერიალზე უმასპინძლოს, განმარტებებს თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, მაგრამ პარალელურად, ფაქტია, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა.

"ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. საქართველო არის ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და ესეც ფაქტია, რომ სამწუხაროდ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრობის სტატუსი. მოვა ის დროც, ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით.

ჩვენ ვიქცევით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მაშინ ჩვენს პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და რაღაც გამოსავალს ვპოულობთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტრადიციულად, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვს.

დღის ამბები