06 აპრილი 2020,   05:48
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სოფიო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისაუბრა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, გატაცებები, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები - ამ საკითხებზე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სოფიო კილაძემ ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, სადაც  რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მსჯელობდნენ.

"მე მინდა ორი ახალგაზრდა კაცის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გიამბოთ, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს ისე, რომ მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ასევე ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ეზღუდებათ. ეთნიკური ქართველები ხშირად ქონების საკუთრების საკითხებში მსხვერპლნი არიან," - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრას რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული და უკრაინული დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები