24 თებერვალი 2020,   07:18
ვრცლად
მექსიკაში ყველაზე მძლავრი ვულკანი "პოპოკატეპეტლი" გააქტიურდა

მექსიკაში ყველაზე მძლავრი ვულკანი "პოპოკატეპეტლი" გააქტიურდა. ვულკანიდან ლავა მოედინება და ფერფლის სვეტის სიმაღლე უკვე კილომეტრს გაუტოლდა.

მიმდებარე ტერიტორიიდან ხელისუფლებამ ხალხის ევაკუაცია განახორციელა.

პოპოკაპეტელი - მექსიკაში სიდიდით მეორე ყველაზე აქტიური ვულკანია. მისი სიმაღლე 5 426 მეტრია და მეხიკოდან 70 კილომეტრში მდებარეობს.

ვულკანის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მექსიკაში 2000 წელს მოხდა.

დღის ამბები