24 თებერვალი 2020,   06:07
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლში ონკოლოგიის მართვის ცენტრი დაარეგისტრირა
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლში ონკოლოგიის მართვის ცენტრი დაარეგისტრირა.
 
აღნიშნულული ცენტრი საზოგადოებას ონკოლოგიურ დაავადების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
 
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საინფორმაციო ცენტრში იმუშავებენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი სპეციალისტები.
 
ვაშაძის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, ონკოლოგიური დაავადება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდეს.
 
"ეს არის ცენტრი, რომელიც ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად, 19 თებერვალს სახელმწიფოს კომპლექსურ სტრატეგიას შესთავაზებს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ონკოლოგიურ და სიმსივნურ დაავადებებს. 
 
სამი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება, ეს არის - პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და უმაღლესი ხარისხის მკურნალობა საქართველოში, რაც სრულად უნდა აიღოს სახელმწიფომ საკუთარ თავზე,"-აცხადებს პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
დღის ამბები