24 თებერვალი 2020,   07:13
ვრცლად
დონორთა ყოველწლიური ფორუმი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა

დონორთა ყოველწლიური ფორუმი დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც გიორგი გახარია მინისტრებსა და ელჩებს ხვდება, ხმაური იყო.

"სირცხვილიას" და "შეცვალეს" აქტივისტები შენობასთან ბანერებით მივიდნენ და ადგილზე მათი გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

"პოლიცია ცდილობდა ხელი შეეშალა ჩვენთვის ბანერის გაშლაში და დემონსტრაციის ჩატარებაში, თუმცა ბანერი მაინც გავშალეთ. დიპლომატიურ კორპუსს დავხვდით და ვაჩვენეთ მათ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეალური პროტესტი არსებობს.

მინისტრები შეძახილებით შევაცილეთ, რომ ისინი არიან მონები და ამის თანმხლები სასტვენები იყო. ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს, რომ "ქართული ოცნების" წევრები პროტესტის გარეშე ვეღარ გადაადგილდებოდნენ" - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. 

დღის ამბები