24 თებერვალი 2020,   06:41
ვრცლად
132 დაღუპული და 6 000 დაინფიცირებული - კორონავირუსმა უკვე 16 ქვეყანაში შეაღწია

გერმანიაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა შეაღწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც, სადაც პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 6 ათასამდე ადამიანი. ჩინეთის რამდენიმე სოფელი კორონავირუსისგან თავს ბარიკადებით იცავს. ზოგან საკონტროლო პუნქტებიც ააგეს. ქალაქ უხანს, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსის ეპიცენტრია, ათასობით უცხოელი ტოვებს.

ავსტრალია 600 მოქალაქეს, დროებითი იზოლაციის მიზნით, ორი კვირით შობის კუნძულზე გადაიყვანს. მოქალაქეების ევაკუირებას უზრუნველყოფს შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია და სამხრეთ კორეა.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსის გავრცელება ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახა. კომპანია "სტარბაქსმა" ჩინეთის მასშტაბით განთავსებული ობიექტების ნახევარი დროებით დახურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები 16-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

დღის ამბები