24 თებერვალი 2020,   06:58
ვრცლად
ბათუმში ჩინეთის 2 მოქალაქეს ექიმები აკვირდებიან

ბათუმში მყოფ ჩინეთის 2 მოქალაქეზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაკვირვებას აწარმოებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეები იმ რეგიონთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. ისინი ბათუმში გუშინ შემოვიდნენ.

მათ 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებათ, თუმცა ჯანდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად არ მომხდარა ჩინეთის მოქალაქეების ჰოსპიტალიზაცია.

დღის ამბები