24 თებერვალი 2020,   03:18
ვრცლად
ხელისუფლების პოზიცია ჯერჯერობით გაჯორებაა - გუგავა არასამთავრობოების ხელისუფლებისადმი მიმართვაზე

"ხელისუფლების პოზიცია, ჯერჯერობით, არის გაჯიქება, გაჯორება," - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდისადმი არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას გამოეხმაურა.

როგორც გუგავამ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს.

"ხელისუფლების პოზიცია ჯერჯერობით არის გაჯიქება, გაჯორება. არ აპირებენ ისინი ამის მიღებას. სამწუხაროდ, თუ გავითვალისწინებთ საერთშორისო კონტექსტს, შიდა ურთულეს კრიზისს, მათ შორის ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ კრიზისებს, არჩევნების ლეგიტიმაცია იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ," - აღნიშნა გიორგი გუგავამ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები დაუბრუნდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფორმატს.

დღის ამბები