03 აპრილი 2020,   22:05
ვრცლად
"გამორიცხულია, რომ კორონავირუსი ჰქონდეს" - რას ამბობენ ექიმები ჩინეთიდან დაბრუნებული ბაკურციხელი ქალის მდგომარეობაზე

ჩინეთიდან დაბრუნებულ ქალს, რომელსაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აღენიშნება, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში, გამორიცხავენ, რომ მას შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეს.

ეპიდემიოლოგ მარინა კაპანაძის განმარტებით, 23 წლის გოგოს მდგომარეობა საგანგაშოა არ არის და მისი სიმპტომები სეზონურ გრიპის მსგავსია.

"ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, ინკუბაციის პერიოდი უკვე გასულია. აქედან გამომდინარე გამორიცხულია, რომ აღნიშნულ პაციენტს შეიძლება კორონავირუსი ჰქონდეს. ჩვენ ეს გოგო სახლში მოვინახულეთ. აქვს ზუსტად იგივე სიმპტომები, რაც სეზონურ ვირუსს ახასიათებს. გვითხრა, რომ დაინფიცირებული ქალაქიდან შორს ცხოვრობდა და მის გარშემოც კორონავირუსით არავინ ყოფილა დაავადებული. 
ოჯახის ექიმმა თავად მოინახულა ახალგაზრდა და დასვა დიაგნოზი, რომ მას აქვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია,"- განაცხადა მარინა კაპანაძემ. 

გოგონამ ჩინეთში რამდენიმე კვირის წინ იმოგზაურა და საქართველოში მიმდინარე წლის 16 იანვარს დაბრუნდა. 26 იანვარს კი მედიკოსებს ვირუსული ინფექციის ჩივილებით მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები