29 თებერვალი 2020,   04:34
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ ინტერვიუს მიცემის დროს გონება დაკარგა

თემირლან მაჩალიკაშვილის დედას სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მედიკო მარგოშვილი ჟურნალისტებთან ინტერვიუს მიცემის დროს ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

პანკისში, სოფელ დუისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაჩალიკაშვილებთან მყოფმა ჟურნალისტებმა გამოიძახეს. 

მედიკო მარგოშვილის პირველადი დახმარება ამ წუთებში უტარდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების განცხადებით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებს კანონი არ დაურღვევიათ. 

დღის ამბები