22 თებერვალი 2020,   23:27
ვრცლად
რუსეთმა თავხედურად, უსინდისოდ დაგვიხურა ბაზარი, რომ დავემცირებინეთ" - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთს აკრიტიკებს. ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთმა ეკონომიკური შეზღუდვები უსამართლოდ დაუწესა.

"თავხედურად, უსინდისოდ, უმიზეზოდ დაგვიხურა ბაზარი, რათა დავეჩოქებინეთ და დავემცირებინეთ,"- განმარტა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსის პირველი პირი ამბობს, რომ რუსეთი მათი მთავარი მოკავშირეა და მინსკმა საპასუხო ეკონომიკური სანქციები სწორედ ამიტომ არ გაატარა. მისივე თქმით, ბელარუს რუსეთთან თანამშრომლობა სურს, თუმცა ორ ქვეყანას შორის თანასწორი უფლებებით.

2018 წელს "როსსელხოზნადზორმა" ბელარუსიდან იმპორტირებულ პროდუქციაში დარღვევები გამოავლინა, რის შემდეგაც შეზღუდვები დაუწესა.

დღის ამბები