23 თებერვალი 2020,   00:01
ვრცლად
"ველი" - ლაშა ცქვიტინიძის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის გადაღებაც ინდოეთში დასრულდება

"ველი" ლაშა ცქვიტინიძის ახალი ფილმია. ოქროს პრომეთეს მფლობელი, "მე ვარ ბესოს" და "თემოს" ავტორი რეჟისორი ახალ, რიგით მე-2 სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს. რეჟისორმა რამდენიმე წლის წინ დაწყებული სცენარი შარშან დაასრულა და "ველი" კინოცენტრს წარუდგინა, რომელმაც პროექტი დააფინანსა. 

ფილმში მოთხრობილი ისტორია ერთი თანასოფლელი ბიჭის გაცნობით დაიწყო. მთავარ გმირადაც ის შეარჩია. ინფანტილური და უწყინარი პერსონაჟი იმ ზომამდე მიდის, რომ ფილმის ბოლოს ადამიანს კლავს.

ეს არის იმპროვიზებული კინო, არაპროფესიონალი მსახიობებით და რეჟისორისთვის დამახასიათებელი ტრაგიკომედიით. რეალობასა და გამოგონილ რეალობაში არსებული ადამიანების ცხოვრება, მათი ცუდი და კარგი მხარეები.

ფილმის ქართული წარმოება დასრულებულია. ვინაიდან რამდენიმე სცენა ინდოეთში ვითარდება, გადაღებები სწორედ იქ გაგრძელდება. დამატებითი სახსრების მოსაძიებლად პროდიუსერები უკვე მუშაობენ ევროპელ და ქართველ დამფინანსებლებთან.  

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები