22 თებერვალი 2020,   23:00
ვრცლად
"კორუფციის აღქმის ინდექსის" გაუარესებული მაჩვენებელი - "საერთაშორისო გამჭირვალობა" ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა - ეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დღეს 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნეს. 180 ქვეყნიდან საქართველო 44-ე ადგილზეა. ქვეყნის კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი 2 ქულითაა გაუარესებული.

კორუფციის აღქმის ინდექსის შემცირების მთავარ მიზეზად ორგანიზაციის ანგარიშში რეგიონში სახელმწიფოს მიტაცება და საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენები სახელდება.

გაუარესებული მაჩვენებლის მიუხედავად, კორუფციის აღქმის მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის 56 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს.

კორუფციის აღქმის ინდექსის შემცირების კონკრეტულ მიზეზებზე ოპოზიცია საუბრობს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაჩვენებლის მცირედით ზრდა ან შემცირება კორუფციის წინააღმდეგ რეფორმებს ხელს ვერ შეუშლის. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას ღიმილისმომგვრელს უწოდებს.

კორუფციის აღქმის ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება. წელს ის 27-ედ გამოქვეყნდა.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები