26 თებერვალი 2020,   11:33
ვრცლად
პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება არანაირ კავშირში არ არის საპროტესტო ზონასთან - მერის მოადგილე

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება  კარვების გაშლას არ უკავშირდება და  პროექტი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში შეიძინეს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი მოწესრიგება.

ბენდელიანის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება არანაირ კავშირში არ არის საპროტესტო ზონასთან.

"ეს არანაირად კავშირში არ არის საპროტესტო ზონასთან და არეალთან. ჩვეულებრივად არის ქალაქისთვის ცენტრალური ადგილი. არის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა და აუცილებელია, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია იყოს მოწესრიგებული და ეს სამუშაოები ერთ წელზე გაცილებით ადრე მორჩება,"- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დღის ამბები