26 თებერვალი 2020,   11:29
ვრცლად
საპროკურორო საბჭოს ვერავინ უკარნახებს რა გადაწყვეტილება მიიღოს - ანრი ოხანაშვილი

საპროკურორო საბჭო ახალი გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატებს დამოუკიდებლად შეარჩევს და ვერავინ უკარნახებს, რა გადაწყვეტილება მიიღოს - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის შეფასებით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

"პროცესი ვერანაირად ვერ იქნება ფორმალური, ვინაიდან საპროკურორო საბჭოს ვერავინ ვერ უკარნახებს რა გადაწყვეტილება მიიღოს. სწორედ საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი არის უფლებამოსილი ინდივიდუალურად, საკუთარი შეფასებით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.

მე არავის მხარდამჭერ განცხადებას არ გავაკეთებ დ არც შევაფასებ. პროცესი მაქსიმალურად გახსნილია და პარლამენტის წევრები თვითონ აფასებენ თითოეული ადამიანის განვლილ პროფესიულ ცხოვრებას,"  - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უკვე 2 საათია საპროკურორო საბჭო სხდომას მართავს. საბჭოს წევრები 16 კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ. ახალი გენერალური პროკურორის პოსტზე წარსადგენად საპროკურორო საბჭომ 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. კანდიდატებს შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის სასარგებლოდაც დღეს ერთ-ერთმა კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ კონკურენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

დღის ამბები