24 თებერვალი 2020,   02:58
ვრცლად
"ქვეყანამ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო" -თამარ ჩუგოშვილი ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე

ამერიკელი კონგრესმენებისგან საქართველოსთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქვეყანამ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო.

"მთავრობის წარმომადგენლებმა, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ, კიდევ უფრო გაზარდეს წუხილი და მეტი წინააღმდეგობა გამოიწვიეს კონგრესის წევრებში.

პრობლემა არა ინფორმაციის ნაკლებობაშია, არამედ იმაში, რასაც ჩვენ ვამბობდით გასული წლის ნოემბერში, რომ ქვეყნა იწყებდა პროცესებს, რომლიდანაც ფაქტობრივად ვეღარ გამოვიდოდა.

როგორც მინიმუმ, ქვეყანას ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა. მაგრამ გარდა ამისა, რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს ყველას ერთად, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთ კრიტიკულ გზავნილი გამოუგზავნეს. 

"საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის ფაქტორები, ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის" - ამ შინაარსის არის წერილი, რომელსაც ხელს კონგრესის 4 წევრი აწერს.

დღის ამბები