28 თებერვალი 2020,   07:19
ვრცლად
მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ჰუმანიტარულ კრიზისს - გიგი წერეთელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიგი წერეთლის განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან სახიფათო მდგომარეობაა და აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს.

ვენაში გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივ საბჭოში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყურადღების ცენტრშია საქართველოში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია, რაც საერთაშორისო კანონმდებლობისა და შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ისევ სახიფათო რჩება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება საოკუპაციო ზოლთან ახლოს.

ამავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო "ეუთო-ს" ხელმძღვანელობასა და მონაწილე ქვეყნების კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მსგავსი ვითარების პრევენციისთვის და აქვე მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც ამ რეგიონში ძლიერდება," - აცხადებს გიგი წერეთელი.

დღის ამბები