28 თებერვალი 2020,   07:27
ვრცლად
გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. გიორგი გახარია მაღალი დონის ორმხრივ პოლიტიკურ შეხვედრებს გამართავს.

ქვეყნის მეთაური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორის - "ფილიფსის", "სიმენსის" და "კოკა-კოლას" წარმომადგენლებსაც შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრიც იმყოფება. დავოსში ეკონომიკური ფორუმი 24-იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები