28 თებერვალი 2020,   06:59
ვრცლად
პორნოგრაფიის საქმეზე მტკიცებულებებს შორისაა ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.

ადვოკატები ბრალდებულთათვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 11 პირი პატიმრობაში დატოვა.

რამდენიმეთვიანი გამოძიების პროცესში, პროკურატურამ ამოიღო ფეისბუქმიმოწერა, რომლითაც ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში ყველა ბრალდებული მონაწილეობდა.

მტკიცებულებებს შორისაა ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. გამოძიებამ მძიმე ბრალდებით სულ 24 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები.

დღის ამბები