28 თებერვალი 2020,   05:53
ვრცლად
აუცილებელია, მერიამ მხოლოდ მედიატორის როლი არ შეასრულოს - EMC "ანას ბაღთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ანას ბაღის" ტერიტორიაზე კერძო მშენებლობის დაცვის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტს, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ეხმაურება.

ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს არსებული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, აუცილებელია მერიამ მხოლოდ მედიატორის როლი არ შეასრულოს და სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც დაპირისპირებას მოაგვარებს.

"რეალურად, ადგილობრივი მოსახლეობა კომპანისთან და მის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებთან ერთი ერთზეა დარჩენილი, რომლებიც მოსახლეობის თქმით, მათზე ძალადობენ. დღეს მათი კარავი დაანგრიეს და ერთ ადამიანს სცემეს. სახელმწიფოს კი მორგებული აქვს მედიატორის როლი, მაშინ, როდესაც მისი უსამართლო გადაწყვეტილებით მიეცა კომპანიას ამ კორპუსის აშენებისთვის უფლება," - განაცხადა "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, კოტე ერისთავმა.

დღის ამბები