28 თებერვალი 2020,   07:17
ვრცლად
"ჩინური ვირუსის" გავრცელების შემდეგ თბილისში ჩინეთიდან პირველი რეისი შესრულდა - მგზავრები არ შეუმოწმებიათ

მას შემდეგ რაც ე.წ ჩინური ვირუსი გავრცელდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. ჩინეთის საზღვარზე კი, მათი შემოწმება რეგულარულად ხდება.

ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ფრენები  ხორციელდება, მგზავრების თერმულ შემოწმებას ახორციელებენ.

ჩინეთში კორონავირუსს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 300-მდე გაიზარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები