28 თებერვალი 2020,   06:40
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გვიან ღამემდე იმყოფებოდა

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გვიან ღამემდე იმყოფებოდა. მან უწყების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ინსპექტორის სამსახური რობაქიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეისწავლის და ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

ვახტანგ რობაქიძე დღეს სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მისვლასაც გეგმავს.

"საქმეს და ჩემ მიერ სამართალდარღვევის ფაქტებს ეხებოდა ეს კითხვები. დეტალურად მოვუყევი და გადავეცი ინფორმაცია, ის მასალები, რაც ჩემი აზრით, საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ობიექტური გამოძიება დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა ჩემს მიმართ. დილით ჩამიტარდება სამხარაულში ექსპერტიზა, ის რა შედეგს მოგვცემს, ვნახავთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას," - აცხადებს ვახტანგ რობაქიძე.

დღის ამბები