29 თებერვალი 2020,   03:56
ვრცლად
ქვიშის ქარიშხალი - მასშტაბური ხანძრების შემდგომ ავსტრალია ისევ სტიქიის ეპიცენტრშია

მასშტაბური ხანძრების შემდეგ ავსტრალიას ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში 10-სართულიანი შენობის სიმაღლის ქვიშის ღრუბლები ჩანს.

ქვეყნის რამდენიმე შტატს ძლიერი შტორმის შემდეგ ძლიერი სეტყვაც დაატყდა თავს. გოლფის ბურთის ზომის სეტყვამ ფანჯრები ჩალეწა და ავტომობილები დააზიანა. უამინდობის მიუხედავად, ვიქტორიას შტატში ხანძრის 50-მდე კერა ისევ რჩება.

ავსტრალიაში ხანძარი გასული წლის სექტემბერში გაჩნდა. სტიქიამ 29 ადამიანი იმსხვერპლა, გადაიწვა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

დღის ამბები