06 აპრილი 2020,   06:58
ვრცლად
საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საშიშროება მინიმალურია - ექიმები კორონავირუსზე

ე.წ. ჩინურ ვირუსს  ქართველი ექიმები ეხმაურებიან. ისინი "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ გავრცელდა კორონავირუსის პათოგენი, რომელიც ატიპიურად მიმდინარეობს. მათი განცხადებით, როგორც წესი, კორონავირუსს ახლავს მაღალი ტემპერატურა, სურდო და ხველა. თუ კორონავირუსი ატიპიურად მიმდინარეობს, მას პნევმონია ახასიათებს.

რაც შეეხება ვირუსის გავრცლებას, მედიკოსები აცხადებენ, რომ კორონავირუსი ცხოველიდან გადადის ადამიანზე და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შეთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ქართველი ექიმების განმარტებით, საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის ეპიდემიისა და პანდემიის სახით გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

"კონორავირუსების გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ჩვენს ქვეყანაში მისი გავრცელების საშიშროება მინიმალურია. მაგრამ თუ ასეთი პრეცენდენტი დადგება, ქვეყანა ამისთვის მზად არის," - აღნიშნა ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ.

"ეს არის საკმაოდ მძიმე  ვირუსი, მაღალი ლეტალობით. ერთადერთი დამაიმედებელი ის არის, რომ ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება," - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში უცნობი ვირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულები ამჯერად ქალაქ უჰანის გარდა შენჟენსა და პეკინში აღმოჩნდნენ. ჩინეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაიღუპა. დაავადებამ უკვე 3 ინფიცირებული იმსხვერპლა.

ვირუსმა სამხრეთ კორეაშიც შეაღწია. სავარაუდოდ, დაავადება ჩინეთიდან მგზავრმა ჩაიტანა. მანამდე უცნობი ვირუსით დაინფიცირებულები იაპონიასა და ტაილანდში გამოვლინდნენ.

დაავადების გავრცელების საშიშროების გამო დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების აეროპორტებში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ექიმები ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებენ. ექსპერტები ვირუსის გავრცელების განსაკუთრებულ ზრდას იანვრის ბოლოს ელოდებიან, როცა ჩინეთში ახალი წელი უნდა იზეიმონ.

დღის ამბები