28 თებერვალი 2020,   07:21
ვრცლად
გაიზრდება ბიუროკრატიული ხარჯი - აბესაძე განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე

განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში  მიღწეულ გადაწყვეტილებას ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე გამოეხმუარა.

აბესაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდას აუცილებლად გამოიწვევს.

მისი შეფასებით, კულტურის სამინისტრო გამოყოფის შემდეგაც არ იქნება ორიენტირებული სფეროს განვითარებაზე.

"საგანგაშოა, როდესაც რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროების გაერთიანების შესახებ შეიცვლა და ახლა ხდება სამინისტროების გაყოფა. რა თქმა უნდა, მგაიზრდება ბიუროკრატიული ხარჯი, ახალი პერსონალების დასაქმდება პარტიული და ნეპოტისტური ნიშნით. რა თქმა უნდა, ამას არაფერი საერთო არ ექნება სფეროს განვითარებასთან და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის მუშაობის პირობების გაუმჯობესებასთან, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ხარჯების შემცირების მიზნით გაერთიანებული სამინისტროების ნაწილი ისევ გაიყოფა - გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ამ შემთხვევაში საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყებაზე. გაყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.

დღის ამბები