22 თებერვალი 2020,   23:13
ვრცლად
"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებენ და მათი ნდობა არ შეიძლება"- ბექა ნათელაშვილი

სასტუმრო "რადისონთან", სადაც მოძრაობა "გაბედეს" წევრები მივიდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

მოძრაობის წევრები მოითხოვდნენ, მისცემოდათ საშუალება, დასწრებოდნენ ღონისძიებას, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საკანონმდებლო ორგანოდან მმართველი გუნდის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

"გაბედეს" წარმომადგენლებს შენობა სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა დაატოვებინა.

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტი ბექა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, მისი თქმით, აუცილებელია, სანქციები დაუწესდეს როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე სხვა მაღალჩინოსნებსაც.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებენ და მათი ნდობა არ შეიძლება, შესაბამისად, ვითხოვთ, ივანიშვილის, გახარიას, თალაკვაძის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას,"-განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

"გაბედეს" ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ ივანიშვილი "ერთხელ და სამუდამოდ უნდა წავიდეს ქვეყნიდან, რათა ქართველმა ხალხმა დაისვენოს" :

"აქ მოსულ ელჩებს ვთხოვთ, რომ ბატონ ივანიშვილს გაუყინონ ანგარიშები, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წავიდეს ამ ქვეყნიდან,"- განაცხადა მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთმა წევრმა.

დღის ამბები