22 თებერვალი 2020,   22:55
ვრცლად
გუნდის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  მმართველი პარტიის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს.

თალაკვაძე ადასტურებს, რომ სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით გუნდში განხილვები მიმდინარეობდა.

"ამ განხილვის ინიციატორი გახლდათ საზოგადოებისა და კულტურის სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტისა და მთავრობის მიმართ. სამინისტროს რეორგანიზაციას გიდასტურებთ. ნამდვილად იყო პარტიაში და პარლამენტის შიგნითაც განხილვები. გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა იმას, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით. თუ როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხარჯების შემცირების მიზნით გაერთიანებული სამინისტროების ნაწილი ისევ გაიყოფა-გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ამ შემთხვევაში საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყებაზე.

"ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ რომ ეს იყო შეცდომა და აუცილებელია კულტურის სამინისტრო დაუბრუნდეს თავის საწყის ადგილს. გაყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.

საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

დღის ამბები