22 თებერვალი 2020,   23:24
ვრცლად
110 აბი "მეტადონი", "ჰეროინი", "მეტამფეტამინი" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს, შესაძლოა, უვადო პატიმრობა მიუსაჯონ

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე პოლიციელებმა ორი პირი შეაჩერეს, რომლების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 110 აბი "მეტადონის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, "ჰეროინის" და "მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკები ამოიღეს, ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები 1985 წელს დაბადებული გ.გ. და 1988 წელს დაბადებული მ.ვ. არიან. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დღის ამბები