28 თებერვალი 2020,   06:05
ვრცლად
"ფრონტერას" დევნის მაგალითად დასახელება ინფორმაციის უკმარისობას უნდა მივაწეროთ - "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მრჩეველი

სავარაუდოდ, ადგილი აქვს ინფორმაციის ნაკლებობას, ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, "ფრონტერას" მაგალითი ვერ გამოდგება იმის სათქმელად, რომ საქართველო ახორციელებს რაიმე აქციას ან აშშ-ს ან ევროპის წარმომადგენელი კომპანიების მიმართ, - ასე ეხმაურება "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მრჩეველი ვაჟა ხიდაშელი კონგრესმენ მალინის ღია წერილს.

"წერილის ის ნაწილი, რომელშიც მარკუეინ მალინი კომპანია ფრონტერა რისორსიზს (Frontera Recourses) მოიხსენიებს, როგორც დევნისა და ექსპროპრეაციის მაგალითს, ან ინფორმაციის უკმარისობას ან არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებას უნდა მივაწეროთ. მართლაც დაუჯერებელი და შეუძლებელიცაა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით საარბიტრაჟო წარმოების დაწყება იყოს კვალიფიცირებული ან დევნად, ან ექსპოპრეაციის მცდელობად, ან რაიმე ტოლფასს ქმედებად.

საარბიტრაჟო წარმოება Frontera Resources Georgia Corporation-ის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტიდან გამომდინარე და კონტრაქტით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით.

არბიტრაჟი მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესები მიხედვით. მხარეებმა პარიტეტულ საწყისებზე ჩამოაყალიბეს საარბიტრაჟო ტრიბუნალი. არბიტრაჟის ერთი წევრი კორპორაციისა და სააგენტოს მიერაა დანიშნული, მეორე - Frontera Resources Georgia Corporation-ის მიერ, ხოლო მესამე მათ მიერ შერჩეულია. ამდენად, დავის განმხილველი არბიტრაჟი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

დავის დაწყების დღიდან ქართული მხარე (საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო) თავს იკავებს კომპანიის საქმიანობაში ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისგან. ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მოლოდინში ვართ და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამდენად, აბსოლუტურად ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ კორპორაციის ან სააგენტოს დევნისა ან ექსპროპრიაციის მცდელობებს მიმართავს," - აცხადებს ვაჟა ხიდაშელი.

კითხვაზე, არის თუ არა კომპანია "ფრონტერა" მიკერძოებული, ვაჟა ხიდაშელი პასუხობს, რომ საარბიტრაჟო წარმოების დაწყების დროიდან და მანამდეც Frontera Resources მიმართავდა აქტიურ ლობისტურ კამპანიას აშშ-ში, რომლის მიზანი, მისი შეფასებით, ქართულ მხარეზე ზეგავლენის მოხდენა და დავის თავიდან აცილება იყო.

"ეს, მსგავსი შინაარსის პირველი განცხადება არ არის. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების დროიდან და მანამდეც Frontera Resources მიმართავდა აქტიურ ლობისტურ კამპანიას აშშ-ში, რომლის მიზანი, ჩემი შეფასებით, იყო ქართულ მხარეზე ზეგავლენის მოხდენა და დავის თავიდან აცილება. ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ნავთობისა და გაზის სააგენტოს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის სენატის და წარმომადგეობითი პალატის იმ წევრებს შორის, რომელთაც შეშფოთება გამოთქვეს Frontera Resources Georgia Corporation-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების თაობაზე. მათ მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები. ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საუბარიაკომერციული ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე და რომ ქართული მხარე კანონიერების პრინციპის და მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის ნორმების სრული დაცვით მოქმედებს. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო წარმოების დაწყების შესახებ იმას უკავშირდებაა, რომ ქართულ მხარეს სერიოზული საფუძველი აქვს ამტკიცოს "ფრონტერას" მიერ სახელშეკრულებო პორობების შეუსრულებლობა ფაქტი, თუმცა ჩვენ დაველოდებოდით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და ჩვენი შემდგომი მოქმედებაც ამ გადაწყვეტილების პატივისცემით და სრული დაცვით წარიმართება. ადრესატებს შორის კონგრესმენი მულინიც იყო, რომელმაც, თუ სწორედ მახსოვს, გამოთქვა მოსაზრება უთანხმოების მედიაციის გზით მოგვარების თაობაზე, რასაც ჩვენ თანხმობით ვუპასუხეთ, თუმცა Frontera Resources Georgia Corporation-ის უარის გამო ეს იდეა ვერ იქნა განხორციელებული. საყურადღებოა, რომ დავის დაწყებამდე პერიოდში არაერთხელ დავსვით საკითხი დავის მორიგების გზით მოგვარებაზე, რასდაც Frontera Resources Georgia Corporation-ი უარით გვპასუხობდა," - აღნიშნა ხიდაშელმა.

დღის ამბები