22 თებერვალი 2020,   23:32
ვრცლად
შტორმი "გლორია" ესპანეთში - ალიკანტეს აეროპორტში 150-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო

ესპანეთში ქარბუქი, ძლიერი წვიმა და თოვლია. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე შტორმ "გლორიას" გამო ტალღების სიმაღლემ 7 მეტრს მიაღწია.

24 საათის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა ალიკანტეს აეროპორტმა, სადაც 150-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.

საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა ვალენსიის ზოგიერთ ნაწილშიც. ესპანელი მეტეოროლოგების განცხადებით, შტორმი ქვეყანაში 22 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება.

დღის ამბები