24 თებერვალი 2020,   03:14
ვრცლად
ვინ გახდება ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი - გენერალური პროკურორის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო

გენერალური პროკურორობის კანდიდატთა საბოლოო სია 17 კაციანია. შემადგენლობაში ადვოკატები, პროკურორები, პროფესორები და იურიდიული წრეების სხვა წარმომადგენლები არიან.

კანდიდატებს შორის 14 მამაკაცი და 3 ქალია.

კანდიდატთა ოპტიმისტური მოლოდინების მიუხედავად, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყველაზე რეალური კანდიდატი ირაკლი შოთაძეა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ყოფილი გენერალური პროკურორი მთავარი ბრალმდებლის სავარძელს, სავარაუდოდ, მეორედ მალე დაიკავებს.

მმართველ გუნდს შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვს. "ქართულ ოცნებაში" ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ სიმპათიას არ მალავენ.

მთავარ ბრალმდებელს დეპუტატების 76 ხმა დასჭირდება, უმრავლესობაში კი ამის რესურსი არსებობს.

ორშაბათიდან საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატის შერჩევას დაიწყებს.

მას შემდეგ, რაც სამეულზე შეჯერდებიან, საბჭოში ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება.

ყველაზე მაღალი შედეგის მქონე კანდიდატი პარლამენტს წარედგინება, საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ კანონმდებლებმა უნდა მიიღონ.

დღის ამბები