28 იანვარი 2020,   21:17
ვრცლად
"ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული პრობლემების თემა არაერთ საერთაშორისო მოხსენებაში მოხვდა" - ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ახალგორში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის თემა არაერთ მოხსენებაში მოხვდა და საკმაოდ მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის საოკუპაციო რეჟიმს

"გამოკეტილები არიან გალიაში. დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა, ადგილობრივი მმართველობა ამით აჩვენებს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მათ ხელშია, თუმცა, რასაკვირველია, ამის თავი და ბოლო ოკუპაციაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის თემა არაერთ მოხსენებაში მოხვდა და საკმაოდ მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის საოკუპაციო რეჟიმს არა მარტო ცხინვალში, არამედ აფხაზეთში,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს. 

დღის ამბები