28 იანვარი 2020,   20:30
ვრცლად
ქართული ყველი ირანული რძისგან - ნიმუშები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეამოწმა

უკვე ორი თვეა საქართველოში რძის პროდუქტების დასამზადებლად ირანული გაყინული, შედედებული რძე შემოდის, რომელსაც ყველაზე ხშირად ყველის სხვადასხვა სახეობის და მათ შორის, ქართული იმერული, ჭყინტი ყველისა თუ სულგუნის მოსამზადებლადაც იყენებენ.

ყველის ასოციაციაში იმპორტირებული რძის მავნე თვისებებზე არ საუბრობენ, თუმცა მათთვის პრობლემა ყველის უნიკალური ქართული სახეობების ბაზრიდან გაქრობა და რძის პროდუქტების სასარგებლო თვისებების შემცირებაა.

ქართულ ბაზარზე ირანული რძის შემოტანა პრობლემას უქმნის ფერმერებსაც. რძე საქართველოში სეზონურად ისედაც დეფიციტური და სხვა ქვეყნებთან შედარებით ძვირია. თუ რძის პროდუქტების მწარმოებლები არჩევანს იმპორტირებულ, უფრო გრძელვადიან და იაფ პროდუქტზე გააკეთებენ, ქართველი ფერმერები ამბობენ, რომ აღარ ექნებათ მოტივაცია იმუშაონ მესაქონლეობის განვითარებაზე.

საქართველოში შემოტანილი ირანული რძის ნიმუშები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, იმპორტირებული შედედებული რძე უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა უწყება მასზე სულ სხვა რეგულაციას აწესებს. მისი გამოყენების შემთხვევაში მწარმოებელმა უნდა მიუთითოს ეტიკეტზე თუ რისგან არის დამზადებული ესა თუ ის პროდუქტი და ასევე, არ დაამზადოს ირანული რძისგან ქართული სახეობები.

სახელმწიფო რძის სექტორში არსებულ მრავალწლიან პრობლემას აღიარებს და პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. რძის სექტორში არსებული პრობლემების მიუხედავად, BBC-მ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა ქართული ყველის ფენომენს და საქართველოს ყველის ქვეყანაც უწოდა. 

დღის ამბები