29 თებერვალი 2020,   04:37
ვრცლად
5-სათიანი მოლაპარაკების ერთადერთი შეთანხმება მხოლოდ ის არის, რომ მხარეები დიალოგს გააგრძელებენ

მესამე ცდაც უშედეგო აღმოჩნდა - ოპოზიციამ 5-საათიანი განხილვის შემდეგ მრავალმანდატიანი ოლქების შექმნაზე მმართველი გუნდის უარი მიიღო. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების მთავარი მონაპოვარი "ქართული ოცნების" აღიარებაა, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია.

მმართველი გუნდის წევრებმა ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ გაარკვიეს რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული მოდელი მხოლოდ ავღანეთსა და ერაყშია. თქვეს ისიც, რომ მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესებს და საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში დაილოგზე უარს არ ამბობენ და პოლიტიკური ოპონენტებისგან ახალ წინანადებებს ელოდებიან. 

ხელისუფლებასა და მმართველ გუნდს შორის კონსტურუქციული დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ დიპლომატებიც. მოლაპრაკებები სწორედ მათი ინიციატივით იმართება. 

ოპოზიციას, მმართველ გუნდსა და ელჩებს შორის პოლიტიკური დიალოგი პარასკევს გაგრძელდება. მანამდე ოპოზიცია მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელებას გეგმავს. მათ მიერ მომზადებული ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსია უკვე დაინიცირდა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიცია დასკვნას დოკუმენტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ახლა უკვე ოდირისა და ეუთოსგან ელოდება.

 

დღის ამბები