29 მარტი 2020,   07:30
ვრცლად
კუხიანიძე გაფრინდაშვილზე პოზიციას არ ცვლის - საკრებულოს დეპუტატს, სავარაუდოდ, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გაკეთებული შეფასებების გამო საკრებულოს დეპუტატს ქართული ოცნებიდან ერეკლე კუხიანიძეს, სავარაუდოდ, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ერეკლე კუხიანიძე ორი დღეა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახის ჩათვლით შეურაცხყოფს ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის წევრმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროსაც იგივე გაიმეორა.

ერეკლე კუხიანიძის სკანდალურ განცხადებებზე უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებებიც კეთდება. საკრებულოს ოპოზიცია მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას გეგმავს. პროცედურის დასაწყებად ოპოზიციას 10 დეპუტატის ხმა სჭირდება. ქართული ოცნების დეპუტატი თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. საპარლამენტო ოპოზიციაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ერეკლე კუხიანიძის პოზიციას არ იზიარებს და მის მოსაზრებას უკვე გაემიჯნა "ქართული ოცნების" ნაწილი. მმართველმა გუნდმა საკითხის შესწავლა მწვავე განცხადებების ავტორთან საუბრის გარეშე დაიწყო.

"ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრის ფეისბუქსტატუსები უკვე მეორე დღეა, საზოგადოების კრიტიკის მიზეზია. ხვალიდან სამოქალაქო მოძრაობა დედაქალაქის საკრებულოსთან შეიკრიბება და ერეკლე კუხიანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს.

აღნიშნული განცხადებებისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე, უკვე მეორე თვეა, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება.

დღის ამბები