06 აპრილი 2020,   06:40
ვრცლად
ჩოხატაურში ალეკო ელისაშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან ხმაურით მიმდინარეობს

ჩოხატაურის ბაზარში "სამოქალაქო მოძრაობის” წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან კამათის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ალეკო ელისაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, მოსახლეობას ხვდება და გურიის მაჟორიტარების, არჩილ თალაკვაძისა და ნინო წილოსანის, შესახებ ბუკლეტებს არიგებს.

კამპანიის წევრებს "ქართული ოცნების" დეპუტატები და ბაზრის დირექტორი დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები