03 აპრილი 2020,   20:16
ვრცლად
"ყველა ის კონტაქტი, რაც მქონდა და გამაჩნია, გამოვიყენე" - სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაზე

"ყველა ის კონტაქტები, რაც მქონდა და გამაჩნია, ყველა გამოვიყენე იმისთვის, რომ ძალიან აქტიურად მოვითხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ საქმეში" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკებული ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ. 

"ეს არის ჩვენი რეალური ბერკეტი, რომ გამოვიყენოთ და იმათ იმოქმედონ ჩვენთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ მივაღწიეთ შედეგს, რომელიც არის ექიმის გათავისუფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება ეს და მინდა აქედან ოჯახს ვუსურვო მხნეობა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ქართველი ექიმი  ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორშია დატყვევებული. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

დღის ამბები