24 თებერვალი 2020,   06:26
ვრცლად
ყველა, ვისაც პოლიტიკასთან შეხება ჰქონია, უნდა აეკრძალოს მთავარი პროკურორის პოზიციაზე განწესება - გიორგი ვაშაძე

"ყველას, ვისაც პოლიტიკასთან შეხება ჰქონია, უნდა აეკრძალოთ მთავარი პროკურორის პოზიციაზე განწესება," - განაცხადა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურა რომელიმე ერთი პოლიტიკური ჯგუფის ან ადამიანის დაქვემდებარების ქვეშ არ უნდა იყოს.

“პროკურატურა უნდა დავშალოთ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება არ იყოს კონცენტრირებული ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ქვეშ. ყველას, ვისაც პოლიტიკასთან შეხება ჰქონია, უნდა აეკრძალოთ მათ მთავარი პროკურორის პოზიციაზე განწესება. დროებითია მთავარი პროკურორის კანდიდატურა. როგორც კი დამარცხდება "ქართული ოცნება", მყისიერად გამოიცვლება ორივე პოზიცია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა. 

დღის ამბები