29 მარტი 2020,   07:56
ვრცლად
უკრაინული მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია რუსეთთან, სწორედ რუსულად საუბრობდა - გიორგი გახარია

ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს, რომ აქცენტები შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადაიტანოს - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპონენტების კრიტიკა სუამ-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსულად საუბრის შესახებ.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მიმღები მხარის თხოვნა იყო.

"ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე. მე ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს აქცენტები შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები და მათი მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც ფორმებზე.

ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. არანაირი მნიშვნელობა, შინაარსობრივად, ენას არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, სწორედ ასე, რუსულ ენაზე გამოვიდნენ და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან, დემარშის მოწყობა ამ ნაწილში არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც დღეს ჩვენ მივაღწიეთ უკრაინულ მხარესთან," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები