28 თებერვალი 2020,   07:09
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილი არ ეთანხმება ბრალდებას ე.წ. საზღვრის დარღვევის შესახებ - დავით ასათიანი

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის დარღვევას უარყოფს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გააკეთა. ასათიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ უკანონო პატიმრობაში დატოვა.

"ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ უკანონო პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის არ აღიარებს ბრალს, ის არ ეთანხმება იმათ პოზიციას, რომ რაიმე საზღვარი დაარღვია. ადვოკატმა იშუამდგომლა მის გათავისუფლებაზე, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. შემდგომი ე.წ. სხდომა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება," - განაცხადა დავით ასათიანმა.

ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.  სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები