28 თებერვალი 2020,   06:53
ვრცლად
ვაჟა ექიმი პატიმრობაში რჩება - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.  სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად.

შემდეგი სასმართლო სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა. 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 დეკემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები