21 იანვარი 2020,   08:50
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ. 

"დღეის მდგომარეობით სასამართლო განიხილავდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს. ჩვენის მხრივ დასაბუთებული იყო აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი, ანუ მტკიცებულებით საფუძვლები, ხოლო მეორეს მხრივ ის საფრთხეები, რის გამოც უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. შეუფარდა გირაო ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად, თუმცა ოდენობის ნაწილში არ დაგვეთანხმა და  გირაო 2 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა.

ასევე, მიმალვის საფრთხეებიდან გამომდინარე დაავალა მას, რომ საგამოძიებო ორგანოს ჩააბაროს პასპორტი," - განაცხადა საქმის პროკურორმა.

 

დღის ამბები