28 თებერვალი 2020,   06:38
ვრცლად
მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ ფუნქციონირებას - კობახიძე მოსამართლეებზე 

"მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ მივიღეთ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება“ - ასე ეხმაურება უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეების საკითხს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე გასული წლის  დეკემბერში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ 10 კაციან სიას იხსენებს, რასაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა და რომელსაც, კობახიძის თქმით, ე.წ. კლანის სიად მოიხსენიებდნენ. კობახიძე ამბობს, რომ ამ 10 კაციანი სიიდან დღეს, მხოლოდ სამი კანდიდატი დამტკიცდა. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველა მხრივ დაბალანსებულია.  

"ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას.“ - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები