28 თებერვალი 2020,   07:01
ვრცლად
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატებს კენჭი უყარა. საკანონმდებლო ორგანომ უვადოდ, 14 მოსამართლე განაწესა.

სიით 20 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. მათგან ერთმა, ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხსნა.

დეპუტატებმა დარჩენილ 19 კანდიდატს კენჭი ინდივიდუალურად უყარეს. 

კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არ აირჩიეს:

თამარ ალანია

შოთა გეწაძე

პაატა სილაგაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეინარაშვილი  

 

კენჭისყრის შედეგად პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეები:

მერაბ გაბინაშვილი: 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

მირანდა ერემაძე: 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

მამუკა ვასაძე: 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. 

მაია ვაჩაძე: 90 მომხრე, არცერთი, წინააღმდეგი. 

თამარ ზამბახიძე: 89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. 

შალვა თადუმაძე: 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

ვლადიმერ კაკაბაძე: 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

ლევან მიქაბერიძე: 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

გიორგი მიქაუტაძე: 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

ნუგზარ სხირტლაძე: 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. 

ლალი ფაფიაშვილი: 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი.

ნინო ქადაგიძე: 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

ქეთევან ცინცაძე: 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

ალექსანდრე წულაძე: 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი. 

 

დღის ამბები