28 თებერვალი 2020,   05:42
ვრცლად
ბაგრამის საავაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების მონაწილეობით ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა.

ლიკვიდირებულია ცხრა და დაკავებულია ერთი ტერორისტი. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რა დროსაც 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. 

დღის ამბები