19 იანვარი 2020,   21:07
ვრცლად
თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება

თურქეთის მუქარა ამერიკის შეერთებულ შტატებს - როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, თუ ვაშინგტონი ანკარას სანქციებს დაუწესებს, საპასუხო ზომები არ დააყოვნებს. კერძოდ კი, თურქეთი შტატებისთვის ინჯირლიკის ავიაბაზას დახურავს.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ანკარამ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების S-400-ის შეძენა გადაწყვიტა.

ერდოღანის ამ გადაწყვეტილებას ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკა და სანქციების ინიცირება მოჰყვა.

დღის ამბები