19 იანვარი 2020,   20:47
ვრცლად
"ქართული ოცნება" გააქტიურებულია და ოპონენტებს თავს ესხმის - ვასილისა ჯაბახიძე

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისში საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ ჟურნალისტებს გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის ააიპ-ის ბიუჯეტის სქემა წარუდგინა. მისი თქმით, ძირითადად, ამ ააიპში არიან დასაქმებული ზონდერები, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძვიან.

ვასილისა ჯაბახიძემ ასევე დაასახელა ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ 14 დეკემბერს თბილისში წასვლას და აღნიშნა, რომ  ”ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს და დაეხმარება თანამშრომლებს, რომლებიც უარს იტყვიან წასვლაზე.

"ქართული ოცნება გააქტიურებულია და ოპონენტებს თავს ესხმის, ამისთვის კი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს," - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.

დღის ამბები