29 იანვარი 2020,   22:25
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

80 ხმა არც ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ე.წ. ამბოხებული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა აკაკი ზოიძემ დატოვა.

ზოიძის პროტესტი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.

დღის ამბები