29 იანვარი 2020,   22:11
ვრცლად
ჯარი გვყავს, ვინც არ გვყავს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი - ბაჩუკი ქარდავა სალომე ზურაბიშვილზე

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს ჯარი, მაგრამ არ ჰყავს პრეზიდენტი. აღნიშნული განცხადება ქარდავამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

"ჯარიც გვყავს, ყველაფერიც, რაც საჭიროა, უბრალოდ ამ ხელისუფლების პირობებში, გარკვეულწილად, ჯარის განვითარება არის შეფერხებული და უფრო მეტიც - ხშირ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ მუშაობაც კი განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ. ვინც არ გვყავს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და არა მგონია, რომ განცხადება რომელიც მან გააკეთა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მეტყველების ბრალი. ამ შემთხვევაში, მეტყველების პრობლემებთან კი არა, გონების პრობლემებთან გვაქვს საქმე," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი."

დღის ამბები